18 ივნისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი“. დასაწყისი – 19:00 საათი
მსაჯი: ჯანი სიკავზე (ზამბია)
მატჩის მთავარი მოვლენა ის იქნება, რომ პანამა ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. გუნდს პირველი მეტოქის მხრივ, ნაკლებად გაუმართლა, რადგან ბელგია ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება.
ბოლო ამხანაგურ მატჩებში ბელგიამ ფრედ ითამაშა პორტუგალიის წინააღმდეგ და გაანადგურა კოსტა რიკისა და ეგვიპტის ნაკრებები. პანამამ კი უგოლო ფრე ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიასთან და მინიმალური ანგარიშით წააგო ნორვეგიასთან.
პანამა ბუკმეიკერთა წინასაჩემპიონატო პროგნოზებში ყველაზე სუსტ გუნდად არის მიჩნეული, ასე რომ, ბელგიის მოგების გარდა, ნებისმიერი შედეგი სენსაციურად აღიქმება.
ურთიერთშეხვედრები
აქამდე გუნდები არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.
საინტერესო ფაქტები
– 2016 წლის სექტემბრის შემდეგ, ბელგიას 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 14 მოგება და 5 ფრე.
– ბელგიის ბოლო 13 მატჩიდან 10-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
– პანამამ ბოლო 6 მატჩში 4-ჯერ გოლი ვერ გაიტანა.
– ბელგიამ ბოლო 7 მატჩში 5-ჯერ შეინახა კარი “მშრალად”.
– 2018 წელს, ბელგიამ გაიტანა 11 გოლი და გაუშვა ერთი; პანამამ მხოლოდ ერთი გაიტანა და 8 გაუშვა.
– შესარჩევში მონიემ ყველაზე მეტი საგოლე პასი შეასრულა გუნდში, გოლების რაოდენობით (5) კი მხოლოდ ლუკაკუსა და აზარს ჩამორჩა.
– ბელგია ევროპის ლიდერია წარმატებული ფინტების რაოდენობით (24 მატჩში). მისი ფეხბურთელები ყველაზე ეფექტურად იყენებენ დრიბლინგს (67 პროცენტი).
– პანამა საშუალოდ მატჩში 15.9 ჯარიმას იღებს, ამასთან, შესარჩევში მისი არც ერთი ფეხბურთელი არ გაუძევებიათ.
– დაცვაში პანამა ორთაბრძოლების 60 პროცენტს იგებს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ჩრდილოეთ ამერიკაში.
– პანამას ნაკრების მცველი რომან ტორესი ამ ჩემპიონატის რეკორდსმენია – ის ტურნირის ყველაზე მძიმე ფეხბურთელია: 99 კილოგრამს იწონის.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ერნან გომესი (პანამა):
„ჩვენ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ყველა მატჩი განსხვავებულია. შევეცდებით კარგად ვითამაშოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოფნა – ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა, რაც კი ჩვენ ფეხბურთელებსა და ქვეყანას ჰქონიათ. მთელს ძალებს გავიღებთ თამაშში“.
რობერტო მარტინესი (ბელგია):
„შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ ჩაივლის ეს მატჩი. ვფიქრობ, პანამის ნაკრები ძლიერ ფეხბურთს შემოგვთავაზებს, რადგან საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა – უნიკალური შესაძლებლობაა. გვესმის, რომ ჩვენთვის ეს შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ, უნდა ვიპოვოთ ამ ჩემპიონატზე მოგების ხერხი“.
სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვერმალენი, ვიტცელი, დე ბრუინი, ფერეირა, მონიე, მერტენსი, ე. აზარი, ლუკაკუ.
პანამა: პენედო, რომან ტორესი, ესკობარი, მურილიო, დევისი, გომესი, გოდოი, კუპერი, ბარსენასი, როდრიგესი, პერესი.
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!