ბელარუსთან სავსე ტრიბუნები გარანტირებულია - ბილეთები კოლოსალური ტემპით იყიდება (ვიდეო)
ბელარუსთან სავსე ტრიბუნები გარანტირებულია - ბილეთები კოლოსალური ტემპით იყიდება (ვიდეო)

„ონლაინ გაყიდვების დაწყებიდან მესამე დღეს ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია!“ – წერია სფფ-ს ინფორმაციაში, რომელიც 26 მარტს თბილისში გასმართ მატჩს ეძღვნება.

ამ დღეს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში, „დინამო-არენაზე“ 21:00 საათზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩის მიმართ ინტერესი კოლოსალურია და ბილეთებიც სწრაფი ტემპით იყიდება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 15 თებერვალს დაიწყო, 17 თებერვალს, ანუ მესამე დრეს კი ბილეთების ნახევარზე მეტი, გაყიდულია.