ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობა ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატის) 110 დეპუტატს ირჩევს. დეპუტატობისთვის 513 კანდიდატი იბრძვის. რეგისტრირებულია 6,8 მილიონი ამომრჩეველი.
წარმომადგენელთა პალატის მოქმედ წევრთა მანდატის ვადა დადგენილზე ერთი წლით ნაკლები აღმოჩნდა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში ერთი წლით ადრე დაინიშნა, ვინაიდან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ორივე 2020 წელს დაემთხვა.
ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებს ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის ეუთო-დან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.