ბელარუსში მობილური ინტერნეტის სიჩქარე დაწიეს, – ამის შესახებ ნათქვამია მობილური ოპერატორის, „ა 1“-ის (A1) პრესსამსახურის განცხადებაში.
გადაწყვეტილების მოტივად ეროვნული უსაფრთხოების დაცვა სახელდება.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგრძნობლად შენელებულია A1-ის ქსელებში 3G სიჩქარე მინსკის რამდენიმე რაიონში“, – წერს „ა1“-ის პრესსამსახური.