ბელარუსში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დახურული ზონა ტურისტებისთვის გაიხსნა
ჩერნობილის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე დახურული ზონა ტურისტებისთვის გაიხსნა. საუბარია გომელსკის ოლქზე, სადაც პოლესკის სახელმწიფო რადიაციულ-ეკოლოგიური ნაკრძალი გაიხსნა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ზონაში ორი ტურისტული მარშრუტია, რომლის გავლის დროს სტუმრებს ამ რაიონებში ავარიამდე მცხოვრები ადამიანების შესახებ მოუყვებიან და ბუნებას დაათვალიერებინებენ.
რადიაციის დოზა, რომელსაც ამ რაიონების მონახულების დროს ტურისტი მიიღებს, არ აჭარბებს იმას, რომელსაც ადამიანი თვითმფრინავით ფრენისას იღებს.
ხუთი ადამიანისთვის ექსკურსია 200 დოლარი ეღირება.