ბელარუსში ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა
ბელარუსში ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა

ბელარუსში ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ერთიან საჯარო რეესტრზე დაყრნდობით გამოცემა „ტუტ.ბაი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიკვიდაციის პროცესშია სულ 12 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორისაა საქველმოქმედო პროექტი „სახელები“, ჟურნალისტების სახელოსნო „პრესს კლუბი“, უფლებადამცველი ცენტრი „ჰიუმან კონსტანტა“ და სხვები.

გავრცელებული ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 22 ივლისს მინსკის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო.

მანამდე, 14 ივლისს ბელარუსში დააკავეს ალეს ბელიაციკი და კიდევ 14 უფლებადამცველი, რომელთაც ბრალად დასდეს ისეთი ჯგუფური ქმედებების ორგანიზაცია და დაფინანსება, რომლებიც საზოგადობრივი წესრიგს სერიოზულად უქმნიდნენ საფრთხეს. მათ ასევე ადანაშაულებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში.