ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება
ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება

ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება. შესაბამისი ცვლილება კანონში ალექსანდრ ლუკაშენკომ დაამტკიცა.

ამავე ცვლილების მიხედვით, ბელარუსში „მასობრივი არეულობის“ შემთხვევაში საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი იქნება.

კანონის მიხედვით, არმიის გამოყენება დაშვებული იქნება კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობისას, შეიარაღებული ამბოხისას და ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტით გამოწვეული არეულობისას.

კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მედიასაშუალებების მუშაობის შეჩერება და ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებული აკრედიტაცია იმოქმედებს, ასევე თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია ინტერნეტრესურებთან წვდომაც.