ბელარუსმა ნორვეგიიდან ნავთობის პირველი ნაწილი მიიღო
ბელარუსმა ნორვეგიიდან ნავთობის პირველი ნაწილი მიიღო

ბელარუსმა ნორვეგიიდან ნავთობის პირველი ნაწილი მიიღო. საწვავი ბელარუსის რკინიგზის სადგურ ნოვოპოლოცკში ჩავიდა. საუბარია 59 ავზზე, რომელშიც ჯამში 3,5 ტონა ნედლი ნავთობია.

სულ ბელარუსმა საცდელ რეჟიმში ნორვეგიისგან 86 ტონა ნავთობი შეიძინა. ნავთობის ტრანსპორტირება ბელარუსში ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

ფასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, რუსეთმა პირველ იანვარს ბელარუსს ნავთობის მიწოდება შეუჩერა. მოგვიანებით ნავთობის მიწოდება ნაწილობრივ განახლდა.

დეკემბერში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექნსადრ ლუკაშენკომ მთავრობას რუსული ნავთობისთვის ალტერნატივის მოძებნა დაავალა. მინსკი, ნორვეგიის გარდა, მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან და აშშ-სთან აწარმოებს.