ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო იქნება დისლოცირებული
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო იქნება დისლოცირებული. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი რევენკომ დაწერა.
„რუსი სამხედროების განთავსებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მათი საერთო რაოდენობა 9 000-ზე ოდნავ ნაკლები იქნება“, – წერს რევენკო.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან. ამის მიზეზად მან უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.