ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინსკი უარყოფს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას
მინსკი უარყოფს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხი იუწყება.
როგორც ტელეგრამში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს პოლონური მხარის განცხადებებს ორი ვერტმფრენის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ვარშავას სჭირდება ბრალდებები პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რათა „ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების მოგროვების კიდევ ერთი გამართლება ჰქონდეს“.
მანამდე, ვარშავამ დაადასტურა, რომ ბელარუსის ვერტმფრენებმა დაარღვიეს პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა კი საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და რესურსების, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენების გამოყოფის ბრძანება გასცა.