ბელარუსის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის გამო, უკრაინის სამხედრო ატაშეს საპროტესტო ნოტა გადასცეს
ბელარუსის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის გამო, უკრაინის სამხედრო ატაშეს საპროტესტო ნოტა გადასცეს

ბელარუსის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის გამო, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის სამხედრო ატაშეს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 დეკემბერს უკრაინის „მი-8“ ტიპის სამხედრო შვეულმფრენმა სწავლების დროს ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვია და ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში კილომეტრის მანძილზე შევიდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ბელარუსის საზღვრის მახლობლად სასწავლო ოპერაციაში ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობს, თუმცა ბელარუსის მიერ საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 23 ნოემბრიდან ყველა სასაზღვრო რეგიონში მიმდინარეობს საწვრთნელი ოპერაცია „პოლესიე“ და ბელარუსიდან საზღვრის პოტენციური მასობრივი უკანონო კვეთის მცდელობებზე რეაგირების შემუშავება ხდება.