ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ
ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ბელარუსის მედიაზე დაყრდნობით წერს, აქტივისტები დააკავეს გროდნოში, სადაც მობილიზებულია სპეცტექნიკა.
მედიის ცნობით, ლიდაში პოლიციამ სცადა დემონსტრანტების დარბევა. აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს და მანქანებით მიჰყავთ.
ბრესტში კი პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებების მოხდა. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, დემონსტრანტებმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს. სამართალდამცავებმა კი ხმოვანი-მანათობელი ყუმბარები გაუშვეს.
შეგახსნებთ, ბელარუსში აქციები მეორე დღეა, არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და მეექვსედ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
Riot police using stun grenades and pellet guns against protesters in Brest https://t.co/dh0Z5sUfJx #Belarus pic.twitter.com/WW2pPb5vhk
— Liveuamap (@Liveuamap) August 10, 2020
В Гродно толпа космонавтов избивает человека. pic.twitter.com/oE6tKFS1jS
— Беларусь інфармацыі (@NEXTA_EN) August 10, 2020