ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ მიტინგს ათასობით ადამიანი დაესწრო
ბელარუსში პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერ მიტინგზე კვლავ ათასობით ადამიანი მივიდა. პატიმრობაში მყოფი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სხვადასხვა ცნობებით 7-დან 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
ქალაქ გროდნოში გამართულ აქციაზე გამოსვლისას ტიხანოვსკაიამ საკუთარ თავს „ცვლილებების სიმბოლო“ უწოდა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობა დადო.
მიტინგის მონაწილეებს შორის იყვენენ ოჯახები, რომელთაც თან ახლდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ტიხანოვსკაია მხარდამჭერებს მისი გამარჯვების შემთხვევაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას დაპირდა.
ამავე დღეს ბელარუსის ხალხს სოლიდარობა ფრანკფურტში გამართულ აქციაზე გამოუცხადეს, რომელშიც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც მონაწილეობდა.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.