ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
ქარხნის შენობის შესასვლელში წარწერაა გაკეთებული: „არასამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, თანამშრომლები 10-დან 12 აგვისტომდე გაიფიცებიან, რადგან სურთ, უბრალოდ კი არ იარსებონ, არამედ იცხოვრონ“.
რა მასშტაბის არის გაფიცვა, ჯერჯერობით უცნობია.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.