ბელარუსის დედაქალაქში კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბელარუსის დედაქალაქში კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

​ბელარუსის დედაქალაქში კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები დამოუკიდებლობის სასახლესთან იკრიბებიან.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – დაისაჯონ მომიტინგეთა მიმართ ძალადობაში დამნაშავეები, გადადგეს პრეზიდენტი და გაიმართოს ხელახალი არჩევნები. აქტივისტები მინსკის რამდენიმე ქუჩიდან დაიძრნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსვლელობის დროს აქტივისტებს სამართალდამცავები აკავებდნენ. ანალოგიური აქციები დღეს იმართება ბელარუსის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბრესტში, გომელში, გროდნოში და მოგილევში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო მიტინგები 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დასახლდა.