ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის 100 მშენებელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის 100 მშენებელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული კორპორაცია „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლიხაჩევმა გააკეთა.
ამას გარდა, „როსატომის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა ეგვიპტეშიც. ლიხაჩევი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
რუსეთში „როსატომის“ ობიექტებზე კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე პრობლემური მდგომარეობა არის სმოლენსკის ოლქში მდებარე ქალაქ დესნოგორსკში. ლიხაჩევის ინფორმაციით, ამ ქალაქში ინფიცირებულია „როსატომის“ 57 თანამშრომელი.
კორპორაციის ცნობით, მეთვალყურეობის ქვეშ სულ 485 ადამიანია.