ბელარუსი თბილისში მოგებით მოდის (ვიდეო)

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები სოფიაში, სტადიონ „ვასილი ლევსკიზე“ ბულგარეთს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

ბელარუსები ერთა ლიგის ნახევარფინალში 26 მარტს თბილისში, „დინამო-არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩისთვის გუნდმა მზადება ერთი თვით ადრე დაიწყო და დუბაიში შეკრება გამართა, სადაც 23 თებერვალს უზბეკეთი 1:0 დაამარცხა.

ახლა მიხეილ მარხელის გუნდმა სოფიაში საკმაოდ ძლიერ ბულგარეთსაც სძლია. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. ბელარუსმა ერთ-ერთი იშვიათი შანსი გოლად აქცია. მასპინძელთა კარი მოგილევის „დნიპროს“ შემტევმა ნახევრმცველმა, დმიტრო პოდსტრელოვმა მე-15 წუთზე აიღო და სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 21:00 სააათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.