ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, მდინარეში 19 წლის სირიელი ლტოლვილი გარდაცვლილი იპოვეს
ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, მდინარეში 19 წლის სირიელი ლტოლვილი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონელმა მყვინთავებმა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, მდინარეში 19 წლის სირიელი ლტოლვილის ცხედარი იპოვეს. საზღვრის დაცვის სამსახური მამაკაცს სამშაბათიდან, მას შემდეგ ეძებდა, რაც მასთან ერთად თანმხლებმა პირმა განაცხადა, რომ ბელარუსის მხრიდან სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ისინი მდინარე ბუგში ჩაყარა.

პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხარე აგვისტოს შემდეგ არალეგალი მიგრანტების მზარდი ნაკადის შესახებ იუწყებიან. ევროკავშირი მინსკს მიგრანტების ევროკავშირის საზღვართან გამიზნულად გადამისამართებაში ადანაშაულებს და უახლოეს მომავალში სანქციების გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი