ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს
ბელარუსი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს. მას ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის საკითხზე დაუსვამენ კითხვებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალექსიევიჩი საგამოძიებო კომიტეტში 24 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. ბელარუსული მედია წერს, რომ მწერალი საგამოძიებო კომიტეტში მისვლას აპირებს.
დაკითხვაზე ასევე დაბარებულია ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი პაველ ლატუშკო.
ალექსიევიჩი და ლატუშკო ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები არიან. მანამდე დაკითხვაზე პრეზიდიუმის სხვა წევრებიც დაიბარეს. ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ.
ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება 14 აგვისტოს ბელარუსმა ოპოზიციონერმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ გააკეთა. 20 აგვისტოს კი ბელარუსის აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვითაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული მოწოდებების გავრცელებაში დაადანაშაულეს.