ბელარუსი მოდის - მარხელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბელარუსი მოდის - მარხელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან მატჩამდე ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ბელარუსების მთავარი მწვრთნელის სიაში 35 ფეხბურთელია, მათგან კი საბოლოოდ მარხელი იმ 23 მოთამაშეს შეარჩევს, რომლებიც თბილისში გამოემგზავრებიან.

ბელარუსის ნაკრები საქართველოსთან მატჩამდე შეკრებას 21 მარტს მინსკში დაიწყებს, თბილისში კი 25 მარტს გევსტუმრება.

ბელარუსის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: ალეკსანდრ ხუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის დინამო), ეგორ ხაცკევიჩი (ისლოჩი, მინსკი), ანტონ ჩიჩკანი (ბორისოვოს ბატე)

მცველები: სერგეო პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩეიკი, იგორ ბურკო (სამივე – სოლიგორსკის შახტიორი), დენის პოლიაკოვი, ნიკოლაი ზოლოტოვი (ორივე – ურალი, რუსეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი (ბრესტის დინამო), მაკსიმ შვეცოვი (მინსკის დინამო), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი, მინსკი), ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი, დმიტრი ბაგა (ყველა –ბორისოვოს ბატე), სერგეი კისლიაკი, მიხაილ გორდეიჩუკი, პაველ სავიცკი (სამივე – ბრესტის დინამო), ივან მაევსკი, მაკს ებონგი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ორივე –სოლიგორსკის შახტიორი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე – მინსკის დინამო), ნიკიტა კორზუნი (ვილაფრანკენშე, პორტუგალია), იური კოვალევი (არსენალი, რუსეთი)

ფორვარდები: დენის ლაპტევი (ბრესტის დინამო), მაკსიმ სკავიში, ანტონ საროკა (ორივე – ბორისოვოს ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (სოლიგორსკის შახტიორი), ილია შკურინი (ცსკა, რუსეთი)

მიუხედავად ტრავმისა, ნაკრებში გამოძახებულია გუნდის კაპიტანი, „კრასნოდარის“ ცენტრალური ალეკსანდრ მარტინოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ ევრო2020-ზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 7,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.