ბელარუსი ჟურნალისტი - გასაგებია, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე დრაგუნი თბილისში რატომ არ ითამაშებს
ბელარუსი ჟურნალისტი - გასაგებია, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე დრაგუნი თბილისში რატომ არ ითამაშებს

საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში ბელარუსის ნაკრების შეკრებაზე სტანისლავ დრაგუნი არ მიიწვიეს. ბელარუსი ჟურნალისტი ნიკოლაი ხოდასევიჩი დარწმუნებულია, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩართვა არ აპატიეს.

„საიდუმლოებით მოცული კითხვაა – სტასევიჩი ეროვნულ გუნდშია, დრაგუნი კი – არა. ორივე კარანტინში იყო. პირველი ჩუმად იყო და ჩუმად არის, მეორე კი ლაპარაკობდა (ლუკაშენკოზე) და დღესაც ლაპარაკობს. ახლა გასაგებია, ნაკრებში რატომ არ მიიწვიეს?“ – წერს ხოდასევიჩი.

ბორისოვოსბატეს“ 32 წლის ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და გუნდის ფორმა 68 მატჩში მოირგო (11 გოლი). ის საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხელმა არ დაასახელა. დრაგუნმა მხარი დაუჭირა გამოსვლებში მონაწილეობისთვის დაკავებულ კალათბურთელ ელენა ლევჩენკოს, რომელსაც 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. „ბატეს“ ფეხბურთელებმა სტანისლავ დრაგუნმა და ნიკოლაი სიგნევიჩმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდებზე 2 ოქტომბერს ლევჩენკოზე ერთდოულად დაწერეს: „მე ვამაყობ იმით, რასაც ბელარუსებისთვის აკეთებ“.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.