ბელარუსი და რუსეთი მინსკისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდაზე ვერ შეთანხმდნენ
ბელარუსი და რუსეთი ოფიციალური მინსკისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი წლის ბოლომდე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
რუსული ნავთობის გადასახადების სანაცვლოდ, ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვისგან კომპენსაციას ითხოვს.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებამ ნავთობის გადასახადებზე ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ნავთობის საექსპორტო ტარიფების ეტაპობრივ შემცირებას 6 წლის განმავლობაში ითვალისწინებს.