ბელარუსები იმედოვნებენ, რომ თბილისში უმაყურებლოდ ითამაშებენ
ბელარუსები იმედოვნებენ, რომ თბილისში უმაყურებლოდ ითამაშებენ

26 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში ბელარუსსდინამო-არენაზე“ უმასპინძლებს. ბელარუსულ მედიაში იმედი გამოითქვა, რომ შესაძლოა, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდეს.

ამ ისტორიული მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია. ამ ფაქტსა და ქართველი გულშემატკივრობის ფაქტორზე ბელარუსული მედია დიდი ყურადღებას ამახვილებს.

„შანსი, რომელიც მიშელ პლატინის პროექტის წყალობით ბელარუსს გაგვიჩნდა, შეიძლება ჩვენთვის მილიონიდან ერთი შანსი იყოს. მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება, შესაძლოა, კორექტირება მოახდინოს და უეფა-მ ეს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაატაროს. თუმცა, ეს ვარიანტი უფრო ვარაუდია“ – წერს ბელარუსული გამოცემა „პრესბოლი“.

გამოცემამ ბელარუს გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ როგორ აფასებენ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების შესაძლებლობას და შესაბამისი კითხვები დასვა.

„ეს ჩვენთვის პლუსია“ – ამ კითხვას დადებითი პასუხი გამოკითხულთა 42 % გასცა. „მაყურებლით უკეთესია“ – ასე თვლის ბელარუსების 25%, ხოლო 33 %-ის აზრით, „სხვაობა არ არის“.