ბეირუთში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ბეირუთში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ლიბანის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა.

ბეირუთში, მთავრობის შენობასთან შეკერებილმა მომიტინგეებმა ბარიკადების აგება სცადეს, რა დროსაც მათ წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადელი გაზი გამოიყენეს.

25 იანვარს დაგეგმილი მშვიდობიანი მსვლელობა ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან 100 დღეს ეძღვნებოდა, თუმცა მოგავიანებით აქცია პოლიციასტან შეტაკებაში გადაოზარდა.

დემონსტრანტები ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას აპროსტესტებენ.

კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო.

მასობრივი დემონსტრაციების ფონზე მთავრობა იძულებლი გახდა, გადამდგარიყო.

თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის ხელმძღვანელობით ფორმირებული ახალი მთავრობა მათთვის მიუღებელია.