ბეირუთის პორტთან, სადაც აგვისტოში ძლიერი აფეთქება მოხდა, 4,35 ტონა ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს
ბეირუთის პორტთან, სადაც აგვისტოში ძლიერი აფეთქება მოხდა, 4,35 ტონა ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს

ბეირუთის პორტთან, სადაც აგვისტოს დასაწყისში ძლიერი აფეთქება მოხდა, 4,35 ტონა ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ლიბანის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც არმიის განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად აღნიშნულ საკითხზე სამხედრო ინჟინრები მუშაობენ. განცხადების თანახმად, ფეთქებადი ნივთიერება პორტის შესასვლელში იპოვეს.

ბეირუთის პორტში დამანგრეველი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რასაც 190 ადამიანი ემსხვერპლა, 6000-მდე კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პორტში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც უსაფრთხოების პირობების დაუცველად პორტის საწყობში წლების განმავლობაში ინახებოდა.