მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა საკუთარი საქციელით კლუბის გულშემატკივრები ძალიან გააღიზიანა.
ფორვარდმა ადრეც არაერთხელ გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება „სამეფო კლუბისადმი“, გუშინ კი, როდესაც მთელი გუნდი ჩემპიონობას ზეიმობდა, უელსელი სათადარიგოების სკამზე იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს „რეალის“ ფეხბურთელების სიხარულს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ლა ლიგის ჩემპიონები ერთი ტურით ადრე გახდნენ. მათ საკუთარ კედლებში „ვილიარეალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და ესპანეთის ჩემპიონობა 34-ედ იზეიმეს.