მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა ესპანეთის თასის 1/16 ფინალში „უნიონისტასთან” (3:1) გოლის გატანა მოახერხა. 30 წლის უელსელს სამეფო კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 246 მატჩში 105 გატანილი გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ბეილმა „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს, ბრაზილიელ რონალდოს გაასწრო, რომელსაც 177 მატჩში 104 გოლი ჰქონდა გატანილი.
უელსელი ნახევარმცველი „რეალის“ რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიელი კრისტიანო რონალდოა. მის ანგარიშზე 438 შეხვედრაში 450 გოლია.