მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა უარი თქვა წინასასეზონო ტურნირში მონაწილეობაზე, რომელიც მიუნხენში უნდა გაიმართოს. ეს იყო 30 წლის ფეხბურთელის პასუხი ჩინურ კლუბში „ჟიანსუ სუნინში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph).
ამ გარიგებას ბოლო მომენტში ვეტო დაადო მადრიდური კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელსაც არ მოეწონა ჩინელებისგან შეთავაზებული თანხის ოდენობა. გარდა ამისა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ არ აპირებს ახალ სეზონში უელსელ ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთებას.
გასულ სეზონში ბეილმა 42 მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში, 14 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.