ბეილი „ტოტენჰემში“ იჯარით დაბრუნდა
ბეილი „ტოტენჰემში“ იჯარით დაბრუნდა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა გუნდში გარეტ ბეილის დაბრუნების შესახებ. ინგლისურმა კლუბმა 2021 წლის 30 ივნისამდე „რეალიდან“ იჯარით აიყვანა უელსელი შემტევი.

„ბეილი დაბრუნდა. კეთილი იყოს სახლში მოსვლა“, – დაიწერა „ტოტენჰემის“ „ტვიტერში“.

31 წლის ბეილი ლონდონურ გუნდში მეცხრე ნომრით ითამაშებს. ადრე მან „ტოტენჰემში“ 203 მატჩი ჩაატარა, 56 გოლი გაიტანა და 58 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ელოდებიან, რომ ბეილი დაბრუნების შემდეგ თავის პირველ მატჩს ინგლისურ გუნდში ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაატარებს. სექტემბრის დასაწყისში მან უელსის ნაკრებში ყოფნისას ტრავმა მიიღო.