მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „სამეფო კლუბის“ დატოვებას არ აპირებს.
როგორც ესპანურმა კლუბმა გაარკვია, 31 წლის უელსელმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რაიან გიგზს გამოუცხადა, რომ არ დაბრუნდება ინგლისის პრემიერლიგაში, რადგან არ აპირებს „სანტიაგო ბერნაბეუდან“ წასვლას.
ბეილის მიმდინარე ხელშეკრულება „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ესპანეთის დასრულებულ სეზონზე ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.