ბეილი კვლავ დაშავდა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს
ბეილი კვლავ დაშავდა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს

“რეალის” შემტევმა გარეთ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო. 28 წლის ფეხბურთელი შეგნებულად არ იყო გამოძახებული უელსის ნაკრების მატჩებზე, რათა ტრავმა მოეშუშებინა და მზად ყოფილიყო 18 ნოემბრისთვის, როცა “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატში “ატლეტიკოს” შეხვდება, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ბრიტანელმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა.

ბეილმა, რომელიც ბოლოს მოედანზე 26 სექტემბერს იყო, ხუთშაბათს, მადრიდელთა ვარჯიშზე ფეხის არეში დისკომფორტი იგრძნო. როგორც ვარაუდობენ, ამ დაზიანების გამო, უელსელს კიდევ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.