ბეილი არც „ტოტენჰემს“ სჭირდება - მოურინიო უელსელის იჯარას არ გაახანგრძლივებს
„რეალის“ თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, რომელიც „ტოტენჰემში“ იჯარით თამაშობს, როგორც ჩანს, არც ინგლისურ კლუბს სჭირდება, რადგან უელსელმა ვერც პრემიერლიგაში გამოიჩინა თავი.
ჟოზე მოურინიო საკუთარ გუნდში ბეილის ადგილს ვერ ხედავს, რაც „ჩელსისთან“ ჩატარებულ მატჩშიც გამოჩნდა. უელსელი ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელიც მოურინიომ მოედანზე არ გამოიყვანა – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ ბეილის იჯარას არ გაახანგრძლივებს და ეს უკანასკნელი კვლავ „რეალში“ დაბრუნდება, სადაც უელსელს არც ზიდანი სწყალობს.
გარეტ ბეილის კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.