ბეგლარიშვილმა ესტონეთში გაიტანა, აშორტიამ თავი ყაზახეთში გამოიჩინა #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში იმედა აშორტიამ თავი ყარაღანდის „შახტიორში“ გამოიჩინა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა – 1:3.
ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და 52-ე წუთზე გოლი გაიტანა. აშორტიამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. მისი გუნდისთვის სეზონი წარუმატებელი გამოდგა, სეზონის ფინიშამდე 4 ტურით „შახტიორი“ პირველ დივიზიონში დაქვეითდა.
ქართული გოლი ესტონეთის პრემიუმ ლიგაშიც გავიდა. „ნარვა“ (შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი, სერგო კუხიანიძე) გასვლაზე უხვგოლიან დაპირისპირებაში „ტამეკას“ დაუზავდა – 3:3.
ქართველებიდან მხოლოდ ნემსაძეს არ უთამაშია – ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბურჯანაძე და ბეგლარიშვილი, კუხიანიძე კი შეცვლაზე შევიდა. 90+3 წუთზე, როდესაც „ნარვა“ აგებდა და 10 მოთამაშით იყო დარჩენილი, სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ბეგლარიშვილმა გამოიყენა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, „ნარვამ“ კი ლიგაში ადგილი 5 ტურით ადრე შეინარჩუნა.