ბეგლარ ქამაშიძე - 9 აპრილს ადამიანებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ისინი ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი
ბეგლარ ქამაშიძე - 9 აპრილს ადამიანებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ისინი ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი

დღევანდელ დღეს ადამიანებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი,  – ამის შესახებ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქმა, რომ ასეთი ტრაგედია საქართველოში არასოდეს განმეორდება.

„ვუსამძიმრებთ და ვუთანაგრძნობთ ყველა ქართველს, ყველა იმ დედებს, დებს, ძმებს, მამებს, რომლებმაც დაკარგეს ამ დღეს ახლობელი ადამიანები იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია ყოფილიყო.

„ასევე, დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ყველა ქართველს და იმედია, რომ ასეთი ცუდი ტრაგედია აღარასდროს განმეორდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.