ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

23:49, 21.04.2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე კმ-ზე (ბეჩო-ლატალი) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა – კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი