ბოლნისში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებაში ოჯახი თანასოფლელებს ადანაშაულებს
ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებაში ოჯახი თანასოფლელებს ადანაშაულებს.
გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ ბიჭი თანასოფლელებმა სცემეს. ის დილით მაღაზიაში პურის და ჩაის საყიდლად გაუშვეს, უკან კი, ნაცემი დაბრუნდა.
მოზარდი ერთი თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო და დღეს დილით, გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა
ოჯახის წევრები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
საქემზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.