BBC - უსინათლო ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპი დაარქვეს
BBC - უსინათლო ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპი დაარქვეს

უსინათლო ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დონალდ ტრამპი დაარქვეს, – BBC-ის ცნობით, ახალაღმოჩენილ ცოცხალი ორგანიზმის სრული სახელი ასე ჟღერს – დერმორფის დონალდ ტრამპი.

ამფიბიას პანამაში მიაკვლიეს. მას სახელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა შეურჩია. მან ამფიბიისთვის სახელის შერჩევის უფლება აუქციონზე 25 000 დოლარად შეიძინა.

კომპანიაში განმარტეს, რომ ამ გზით ისინი ცდილობენ, ადამიანებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ კლიმატის ცვლილებებზე.

დერმორფის დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებების მიმართ მოწყვლადი ამფიბიაა და შესაძლოა, მისი სეხნიის მიერ ამ პრობლემასთან ბრძოლის არასწორი პოლიტიკის მსხვერპლიც კი გახდეს“, – ნათქვამია კომპანია EnviroBuild-ის განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, პატარა, უსინათლო ამფიბია მიწისქვეშ ცხოვრობს და ხშირად მალავს თავს ქვიშაში, რითაც, მათი თქმით, ძალიან ჰგავს დონალდ ტრამპს.

„ის ანალოგიურად იქცევა, როდესაც საქმე კლიმატის ცვლილებებს ეხება“, – განაცხადეს კომპანიაში.