„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთაწმინდის პარკთან აქციას მართავენ

14:58, 11.05.2018

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„ჩვენ ვიცით, რომ აქ დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა იმართება და მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები. გვინდოდა მათთან შეხვედრა, რათა პირადად გვეთქვა ჩვენი სათქმელი, მაგრამ შიგნით არ შეგვიშვეს. უკვე წელიწადნახევარია ველოდებით დამნაშავის გამოვლენას. ამდენი ადამიანი დაიკითხა და ჯერ შედეგი არ ჩანს. ვითხოვთ, შეწყდეს დაკითხვები და უბრალოდ აგვინაზღაურონ ზარალი, სხვა ჩვენ არაფერი გვინდა“, – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი