ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება [ფოტო]
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება [ფოტო]

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ქალაქის ცენტრში მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის. ყველას გახსოვთ, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე – გაუბედურებული იყო ყველაფერი. ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ძალიან მალე, ქალაქს უკვე განახლებული „მზიურის“ პარკი ექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერია „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსებასა და ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის მოწყობას უზრუნველყოფს.