ბავშვებს, რომლებიც ახალ წელს საავადმყოფოში ხვდებიან, ზუგდიდში სიურპრიზი მოუწყვეს [ფოტო]
ბავშვებს, რომლებიც ახალ წელს საავადმყოფოში ხვდებიან, ზუგდიდში სიურპრიზი მოუწყვეს [ფოტო]

ბავშვებს, რომლებიც ახალ წელს სახლის ნაცვლად საავადმყოფოში ხვდებიან, ზუგდიდში სიურპრიზი მოუწყვეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ეზოში „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა“, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ფლეშმობი მოაწყო.

სახანძრო მანქანის კალათიდან საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს ახალი წელი თოვლის ბაბუებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

თოვლის ბაბუასთან ერთად, ბავშვების გართობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ფლეშმობში საპატრულო პოლიციისა და სახანძროს მანქანები იყვნენ ჩართული. საავადმყოფოს ეზოში ჩართული იყო ციმციმები და საახალწლო სიმღერები.