ბავარიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს
ბავარიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს

ბავარიაში გამნაღმველებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს. 250 კილოგრამის წონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიურნბერგისა და ფიურტის საზღვარზე აღმოაჩინეს, რის გამოც ორივე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბომბის სიახლოვეს ერთი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. სულ ევაკუირებულია 8 000-მდე ადამიანი.

ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც სპეციალისტები აფეთქების ადგილის შეისწავლიან.

2018 წლის აპრილში ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 500-კილოგრამიანი ბომბის აღმოჩენის გამო, დაიხურა რკინიგზის მთავარი სადგური და რამდენიმე სამინისტრო.

დატოვე კომენტარი