ბათუმში „ვილიარეალის“ კემპის მხარდამჭერი გიორგი მიქაუტაძეა – გამორჩეული ფეხბურთელები ესპანეთში გაემგზავრებიან #1TVSPORT
ბათუმში „ვილიარეალის“ კემპი დაიწყო, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ორგანიზებით ტარდება, მისი მხარდამჭერი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ესპანური კლუბის საზაფხულო ბანაკში, სხვა აკადემიების ბავშვებთან ერთად, ბათუმის „დინამოს“ აკადემიის შერჩეული ფეხბურთელებიც მონაწილეობენ. კემპი 6-დან 10 ივლისამდე გაგრძელდება.
სავარჯიშო პროცესი ესპანელი სპეციალისტების მეთვალყურეობით უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდულ მოედანზე მიმდინარეობს.
მონაწილეებს „ვილიარეალის“ ოფიციალური ეკიპირება და სერტიფიკატები გადაეცემათ. გამორჩეულ ფეხბურთელებს კი შანსი ექნებათ, ესპანეთში გაემგზავრონ და „ვილიარეალის“ აკადემიაში ივარჯიშონ.
რადგან საქმე გიორგი მიქაუტაძის გუნდს ეხებოდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პროექტს მხარი სოციალურ ქსელში დაუჭირა და ქართველ ბავშვებს კემპში მონაწილეობისკენ მოუწოდა.