ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველები საეჭვო კოლოფის შემადგენლობას იკვლევენ, რომელიც მოქალაქემ აღმოაჩინა, ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

ამ დროისთვის, გადაკეტილია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა.

„მოქალაქემ აღმოაჩინა საეჭვო კოლოფი, სამართალდამცველები სწორედ ამ კოლოფს სწავლობენ, ჯერ არ შეიძლება საუბარი რაიმე სახის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე. ქუჩა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.