ბათუმში სტიქიამ პრობლემები შექმნა [ფოტო]
ბათუმში სტიქიამ პრობლემები შექმნა [ფოტო]

ბათუმში სტიქიამ პრობლემები შექმნა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა რიგ ქუჩებზე. ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება.

ასევე, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა და წაიქცა ხეები. რამდენიმე შემთხვევაში წაქცეული ხე ავტომობილებს დაეცა.

„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.