ბათუმში შესაძლოა, დღეს კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს
ბათუმში შესაძლოა, დღეს კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, დღეს კორონავირუსისგან კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

კლინიკის მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, „მედალფა“ აღნიშნული პაციენტის განმეორებითი ტესტის შედეგს დღეს ელოდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი აჭარაში მეხუთე გამოჯანმრთელებული იქნება, რომელიც კლინიკას დატოვებს.

კლინიკაში ამჟამად 10 ინფიცირებული იმყოფება. ერთი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ რთულია და მართვით სუნთქვაზე რჩება. კლინიკაში ამბობენ, რომ მძიმეა იმ ქალბატონის მდგომარეობაც, რომელსაც კორონავირუსი დღეს გამთენიისას დაუდასტურდა, რადგან მას აქვს ორმხრივი პნევმონია. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილურია.