ბათუმში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს
ბათუმში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, მელიქიშვილის N 111-ში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს.

მეპატრონის განცხადებით, წაღებულია თანხა და სიგარეტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეც.