ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ტრაგედიის ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის“ ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ჩვენი ვალია, მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო, თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ათი საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე.