ბათუმში სამი პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10:36, 24.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე ბათუმში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი