ბათუმში საკონდიტრო გაქურდეს
ბათუმში საკონდიტრო გაქურდეს

ბათუმში საკონდიტრო გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, გატეხილია საკონდიტროს კარი და  წაღებულია თანხა. აღნიშნული შემთხვევა მიმდინარე წელს საკონდიტროს გაქურდვის მესამე შემთხვევაა.

„დიდი თანხა არ არის წაღებული, თუმცა უკვე მესამედ გვიწევს მინის კარის გამოცვლა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. გვაქვს დაუცველობის შეგრძნება. სამართალდამცველები მოვიდნენ, თუმცა არაადეკვატურად მოგვექცნენ, პირიქით დაგვემუქრნენ, რომ ხმაური ავტეხეთ და ჯარიმას დაგვიწერდნენ. იძულებული გავხდით, დაგვერეკა გენერალურ ინსპექციაში, წინა შემთხვევაში არ გვაცნობეს, რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს, მხოლოდ გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადასცეს“, – აცხადებს საკონდიტროს მეპატრონის ახლობელი ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეპატრონემ მხოლოდ ორ შემთხვევაში მიმართა პოლიციას. წინა შემთხვევა გახსნილია და დამნაშავე არასრულწლოვანი აღმოჩნდა. დღევანდელ შემთხვევაზე კი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული და დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.

ამასთან, შსს-ს ცნობით, გენერალურ ინსპექციაში შესული შეტყობინების საფუძველზე სამსახურებრივი შესწავლა მიმდინარეობს.