ბათუმში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს
ბათუმში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს

ბათუმში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში მოხდა.

„სახლში არ ვიმყოფებოდით. როცა დავბრუნდით, კარი დაზიანებული დაგვხვდა. სახლიდან ძვირფასეულობა და ფულია წაღებული,” – ამბობენ დაზარალებული ოჯახის წევრები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.